ბილაინის მხარდაჭერის პლათფორმა - სარგებლობის წესები, პირობები და კონფიდენციალურობის განაცხადი
მადლობა, რომ სარგებლობთ ბილაინის მომსახურებებითა და პროდუქტებით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყენებთ ჩვენს მომსახურებასა და ბილაინის მხარდაჭერის პლათფორმა იგულისხმება, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობისა, ინფორმაციის უსაფრთხოების განაცხადისა და ბილაინის მხარდაჭერის პლათფორმის სარგებლობის წესებისა და პირობებს (შემდგომში - პირობები), ამასთან თუ თქვენთვის მიუღებელია წინამდებარე პირობებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები, მაშინ არ უნდა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით (მათ შორის შეწყვიტოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდგომ/სხვა გვერდებზე გადასვლა). აღნიშნული კონფიდენციალურობის განაცხადი ვრცელდება ბილაინის ყველა ვებ-გვერდზე, აპლიკაციასა (მობილური აპლიკაციის ჩათვლით) და ჩვენს მიერ შეთავაზებულ ყველა პროდუქტზე.
ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, პერიოდულად შევცვალოთ წინამდებარე პირობები. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით შეტანილ ცვლილებას, თქვენ ვალდებულნი ხართ შეწყვიტოთ ბილიაინის მხარდაჭერის პლათფორმის გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ განაგრძობთ ბილაინმის მხარდაჭერის პლათფორმის გამოყენებას, ჩაითვლება, რომ შეტანილ ცვლილებას ეთანხმებით.
ბილაინის მხარდაჭერის პლათფორმის გამოყენების მიზნით, თქვენ უნდა დაარეგისტრიროთ ანგარიში ბილაინის მხარდაჭერის პლათფორმაში. ამისათვის, საჭიროა, რომ თქვენ იყოთ:
(ა) მინიმუმ 18 წლის და
(ბ) ფიზიკური პირი და არა კომერციული იურიდიული პირი და არა ბიზნეს მომხმარებელი.
- თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ანგარიშის დარეგისტრირება და ერთი ანგარიშის ქონა.
- რეგისტრაციისას, მოგეთხოვებათ თქვენთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდება, თავად რეგისტრაციის პროცესში ან/და მოგვიანებით, ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში.
- თქვენ იძლევით გარანტიას იმის თაობაზე, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით თქვენს რეგისტრაციასა და ანგარიშთან დაკავშირებით (თქვენი მონაცემები) სწორი, ზუსტი და სრულია. თქვენ უნდა უზრუნველყოთ თქვენი მონაცემების განახლება თქვენს ანგარიშში.
- თქვენი მონაცემები და სხვა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ან ვაწარმოებთ ბილიანის მხარდაჭერის პლათფორმასთან დაკავშირებით, შესაძლოა მოიცავდეს ინფორმაციას, ფიზიკური პირების პირადი (პერსონალური) მონაცემების შესახებ. პერსონალური მონაცემების გამოყენება ჩვენს მიერ განხორციელდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ რეგისტრაციამდე წაიკითხოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ვინაიდან აღნიშნული პოლიტიკა არეგულირებს ჩვენს მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების წესს.
- ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თქვენს კონტენტზე და არ ვახორციელებთ თქვენი კონტენტის ან იმ ნებისმიერი სხვა კონტენტის განხილვას, მონიტორინგს, დამოწმებას ან რეკომენდირებას, რომელსაც მომხმარებლები აქვეყნებეთ,
- თქვენ აცხადებთ თანხმობას იმის თაობაზე, რომ :
(ა) თქვენი კონტენტი არ უნდა იყოს:
- პორნოგრაფიული ან უხამსი ხასიათის;
- მიმართული სხვა პირების ცილისწამების ან შეურაცყოფისაკენ, აგრეთვე, არ უნდა განასახიერებდეს ან უარყოფითად არ უნდა წარმოაჩენდეს სხვა პირებს;
- არ უნდა არღვევდეს კონფიდენციალურობის, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას ან საჯაროობის ან კონფიდენციალურობის უფლებებს;
- არ უნდა მოიცავდეს წაქეზებას რასობრივი ან რელიგიური სიძულვილისაკენ;
- არ უნდა მოიცავდეს მუქარას, ზეწოლას ან დაშინებას;
- არ უნდა იყოს უკანონო ან არ უნდა შეიცავდეს უკანონო მოქმედებისაკენ წაქეზებას, ტერორიზმის ან დანაშაულებრივი ქმედების ჩათვლით; ან
- არ უნდა მოიცავდეს ბიზნესის, პოლიტიკური ან რელიგიური საქმიანობების რეკლამას
იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევთ ზემოთ აღნიშნულ პუნქტებს ან/და თქვენ მიერ დაფიქსირდება სხვა არაეთიკური ან შემჩნეული იქნებით ფროდულ ( დაღლითურ ქცევაში) ქცევა ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე გავბლოკოთ თქვენი user-ი.
თქვენ useri-ს რეგისტრაციის შემდგომ გეძკევათ საშუალება უპასუხოთ ბილაინის მომხმარებლების მიერ დასმულ შეკითხვებს. რაზედაც გეძლევათ შეფასებები კითხვის ავტორისაგან. შეფასებების შესაბამისად თქვენ აგროვებთ ქულებს რომლის დახარჯვასაც შეძლებთ პირად კაბინეტში განთავსებული კატალოგის შესაბამისად. თქვენ შესაძლებლობა გექნებათა დაგროვებული ქულებით კატალოგიდან შეიძინოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურებები რომლის გააქტიურებაც შეგიძლიათ როგორც ბილაინის ნებისმიერ სააბონენტო ნომერზე.
ქულების დაგროვება:
5 ვარსკვლავით შეფასებული შეკითხვა - 20 ქულა
4 ვარსკვლავით შეფასებული შეკითხვა - 15 ქულა
3 ვარსკვლავით შეფასებული შეკითხვა - 5 ქულა