Q: როგორ ხდება კონკრეტული შემოთავაზებების დეაქტივაცია/გამორთვა?

აქტივაციისას კი ამომიგდო მგონი ინფო, მაგრამ თუ სადმე ფურცელზე ჩაწერა დამჭირდებოდა, რას ვიფიქრებდი. კონკრეტული შემოთავაზებების დეაქტივაციას ვერ ვახერხებ. არსად წერია (ან მე ვერ ვპოულობ), ვერც აპლიკაციიდან ვახერხებ. გათიშვის რამე ზოგადი კოდი არ არსებობს?

მადლობა წინასწარ.

9/12/2020 11:30:10 PM
ბილაინის ფანი

გამარჯობა. ყველა პაკეტს აქვს გამორთვის კოდი, სატარიფო გეგმები კი არ ითიშება, ხდება ხოლმე მისი შეცვლა და არსებული ითიშება. ასევე პარასკევის აქციების გათიშვა არ ხდება, რადგან არ გაგრძელდება ავტომატურად, ვადა რომ გაუვა გამოირთვება. დარეკეთ ნომერზე 110101 და ოპერატორი შეგიმოწმებთ ნომერს.

9/13/2020 2:36:24 AM